მოსკოვის "ცსკა"-ში თორნიკე შენგელიას ტრანსფერთან დაკავშირებით საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ოფიციალურ საიტზე ახალ ამბავს აქვეყნებს.
"შეგახსენებთ, რომ შენგელიას ესპანურ ბასკონიასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებდა, თუმცა, მოსკოველებმა ყველაფრის მოგვარება მოახერხეს. ქართველი ლეგიონერი ბასკურ კლუბში 2014 წლიდან თამაშობდა და სულ ახლახანს, მისმა კლუბმა 10-წლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შენგელია ბასკონიელთა კაპიტანი და უპირველესი ლიდერი იყო ბოლო წლების განმავლობაში." - ნათქვამია სტატიაში.
ფედერაციას ოფიციალური კომენტარი ტრანსფერზე ჯერ არ გაუკეთებია.
ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ "ბასკონია" ოფიციალურად დატოვა. მოსკოვურმა "ცსკამ" სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის ვიდეო დადო, სადაც დაადასტურეს, რომ შენგელია რუსული არმიის კლუბში უკვე ჩაირიცხა. იგი "ცსკაში" მომავალი 3 სეზონის განმავლობაში ითამაშებს.